“IRI- ს კვლევაში, ბურჯანაძის პარტია ორი სახელწოდებით არის მოხსენებული”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ
“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, IRI- ს და NDI-ს კველევების შედეგები ავტორიტეტული არ არის.

 

ლორთქიფანიძის განმარტებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა” ორი სახელწოდებით არის მოხსენებული.
“ერთი, როგორც ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია და მეორე, როგორც “დემოკრატიული მოძრაობა”. ასეთი რამ, სოციოლოგიის კვლევების წარმოების ისტორიას არ ახსოვს. იმდენად არასასურველია პოლიტიკური ორგანიზაციის ნდობის რეიტინგის გაზომვის პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის გრაფიკის გამოხატულება, მიდიხარ ყოველივე ამ დაუშვებელ საქციელზე”,- განაცხადა ლორთქიფანიძემ “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, IRI და NDI ცდილობენ რადარებიდან გააქრონ “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა”.
“კვლევის შედეგები ვერ იქნება ავტორიტეტული, რადგანაც მათ 5-6 წლის განმავლობაში, არჩევნების წარმოების პროცესში, ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვეს, რაც პოლიტიკური კონუნქტურით იყო ნაკარნახევი”,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ IRI-ის კვლევების არაოფიციალური ვერსიით, წამყავნ პოზიციებზე მოხვდნენ “ქართული ოცნება” 20%-ით, “ნაციონალური მოძრაობა” – 19%, “თავისუფალი დემოკრატები” – 13%, “ლეობორისტული პარტია” – 8%.
banner
წინა სტატიაშიშსს სტუდენტის ოჯახში ყოფნას ადასტურებს – სახალხო დამცველი წერილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატია“აშშ-ის ელჩისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვენ”