IRI – საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებსსაერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს – „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% – „პატრიოტთა ალიანსს“, 3% – „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.
ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% – „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% – „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% – „მწვანეთა პარტიას“, 5% – „პატრიოტთა ალიანსს“, 5% – „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% – „სოციალ დემოკრატებს“, 3% – „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია
შემდეგი სტატიათბილისის განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს