IRI კვლევის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გამოაქვეყნებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) უკვე ჩაატარა.

„პირWელთან“ საუბარში ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრეა ქერბსმა განაცხადა, რომ შედეგებს ორგანიზაცია გამოქვეყნებამდე პარტიებსა და საელჩოებს გააცნობს, შედეგები კი, დაახლოებით 2 კვირაში, IRI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გუშინ გამართა.
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.

წყარო: pia.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დასრულებულია
შემდეგი სტატია“ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალური შანსი აქვს უმრავლესობით მოვიდეს, პარტია “ქართული ოცნებაა”