IRI: მთავრობისადმი ნდობა 21%-ით, ხოლო პოლიციისადმი ნდობა 17%-ით შემცირებულია

IRI: მთავრობისადმი ნდობა 21%-ით, ხოლო პოლიციისადმი ნდობა 17%-ით შემცირებულია

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობის მიმართ იკლო ნდობის მაჩვენებელმა. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. მთავრობის მიმართ ნდობა 21%-ით არის შემცირებული.

მეორე ადგილზე ამ მხრივ საქართველოს პარლამენტია. ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა 19%-ით შემცირდა. წინა წელს თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 68% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ია.

პოლიციის მიმართ ნდობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული და 65%-ია. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დეკემბერში პოლიციას გამოკითხულთა 87% ენდობოდა. შესაბამისად, ბოლო სამი წლის მანძილზე, ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობამ 22%-ით იკლო.

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ნდობა 13%-ით შემცირდა (64%-დან 51%-მდე), მთავარი პროკურატურის მიმართ 14%-ით (50%-დან 36%-მდე). ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას 2012 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 71% ენდობოდა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მის მიმართ ნდობა 11%-ით შემცირდა (52%-დან 41-მდე), მაშინ როცა, 2012 წლის დეკემბერში მას 62% ენდობოდა, 2012 წლის ივლისში 53%, ხოლო 2011 წლის დეკემბერში – 54%.

ნდობა შემცირებულია ჯარის მიმართაც. წინა კვლევისას, მას გამოკითხულთა 93% ენდობოდა, ახლა – 87%. განათლების სისტემას კი, ადრე თუ კვლევაში მონაწილეთა 64% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 61% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები იყოს, 36% “ოცნებას” აირჩევდა, 14% – ენმ-ს
შემდეგი სტატიაIRI:საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.