IRI-ის კვლევის შედეგებზე პრემიერი კომენტარს არ აკეთებს

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

მთავრობის მეთაურმა IRI-ის კვლევებზე კომენტარი არ გააკეთა. ვრცლად საუბრისგან თავს იკავებენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მათ შორის, დავით სერგეენკო, რომლის რეიტინგიც მინისტრებს შორის ყველაზე მაღალია და პრეზიდენტის რეიტინგს უტოლდება.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ის კვლევის მეთოდოლოგიებში არ არის კომპეტენტური და კვლევაც არ უნახავს, შესაბამისად მას ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირს.

მთავრობის წევრთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობას. თამარ სანიკიძეც არ გაცნობია კონკრეტულ კვლევას.

„ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით ვენდობი ამ კვლევის შედეგებს. ამიტომ, უნდა გავეცნო და დასკვნებს შემდეგ გავაკეთებ,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებს კვლევების პრეზენტაციამდე დედაქალაქის მერი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ იყო შედგენილი კითხვარი, ასევე რა ფორმით ჩატარდა კვლევები.

შეგახსენებთ, რომ კვლევების მიხედვით, ნარმანიას საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 3 %.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ჩინოვნიკები პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი IRI-ის კვლვევის შედეგებს არ ენდობა