IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად “ოცნება” მიაჩნია, 10%-ს – ენმ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 24, 2015 23:30 განახლებულია

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად “ოცნება” მიაჩნია, 10%-ს – ენმ

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია ქართული ოცნება მოაგვარებს, ხოლო 10% ამ კუთხით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ენდობა.

 

რაც შეეხება თავისუფალ დეოკრატებს, ლეიბორისტულ პარტიას, პატრიოტთა ალიანსს და ნინო ბურჯანაძის პარტიას, მათ გამოკითხულთა ნდობის თანაბარი 2-2% ერგოთ.

 

პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, რომ პრობლემებს მოაგვარებენ, გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს.

 

კვლევაში მონაწილეთა სწორედ ამდენი პროცენტი ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას ვერც ერთი არსებული პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. კითხვაზე პასუხზე უარი თქვა გამოკითხულთა 37%-მა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 24, 2015 23:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics