ირანული ოპოზიციის ლიდერი: ეს არის აჯანყება თავისუფლებისთვის

 ,,ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის ნაციონალური საბჭოს,, (NCRI- National Council of Resistance of Iran) პრეზიდენტი მირიამ რაჯავი,  აცხადებს, რომ ირანელი ხალხის პროტესტი არის აჯანყება თავისუფლებისათვის.

“ეს არის აჯანყება თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის და სახელმწიფოსაგან რელიგიის გამოყოფისათვის. ეს არის აჯანყება სოციალური თანასწორობისათვის… და ეს არის მოძრაობა, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება,, აცხადებს რაჯავი.

აღსანიშნავია, რომ მირიამ რაჯავი, მასუდ რაჯავის, ორგანიზაცია ,,ირანელი ხალხის მოჯაჰედების,, (,,მოჯაჰედინ ე-ჰალკ,, სპარსულად) შემქნელისა და ლიდერის მეუღლე  გახლავთ.  ,,მოჯაჰედინ ე-ჰალკ,, -ი ანტიფინდამენტალისტური მემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც 1979 წლამდე ირანში შაჰის ხელისუფლებას ებრძოდა, ხოლო ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლის შემდეგ,  მათი დაუძინებელი მტერი გახდა. ამ ორგანიზაციამ 80-ან წლებში რამდენიმე წარუმატებელი შეიარაღებული ოპერაცია განახორციელა ირანში ხელისუფლების დასამხობად, რის გამოც ირანის რეჟიმმა მათი მომხრე ათეულ ათასობით ადამიანი ციხეში  დახვრიტა. მასუდ რაჯავიმ 1981 წელს საფრანგეთში ,,ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის ნაციონალური საბჭო,, დააფუძნა, რომლის პრეზიდენტი ამჟამად მისი მეუღლე მირიამ რაჯავი გახლავთ.

banner
წინა სტატიაშიქურთების PJAK-ი ირანში ,,ბოევიკების,, მობილიზაციას აცხადებს
შემდეგი სტატია7 გასროლა და 1 დაჭრილი მამაკაცი – ორთაჭალაში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ