ირანში The Washington Post -ის კორესპონდენტი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს

ირანის სასამართლომ The Washington Post -ის კორესპონდენტ ჯეისონ რეზაიანს ჯაშუშობის ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ბიბისი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, განაჩენის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. რეზაიანის ადვოკატის ლეილა აჰსანი თქმით, თეირანის პროკურატურამ რეზაიანი აშშ-ის სასარგებლოდ პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციის მოპოვებაში დაადანაშაულა.
39 წლის რეზაიანი, რომელსაც ორმაგი – აშშ-ისა და ირანის მოქალაქეობა აქვს, თეირანში “ვაშინგტონ პოსტის” ბიუროს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2014 წლის ივლისში ირანის პროკურატურამ ის, მეუღლესთან ეგანე სალეჰთან და თეირანში მომუშავე ორ ამერიკელ ფოტოგრაფთან ერთად დააკავა. თუმცა ოქრომბერში ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, გარდა რეზაიანისა.

ჟურნალისტის კოლეგები და მეგობრები რეზაიანის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიISIS-მა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯა
შემდეგი სტატიასუს-ი სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ 3 ადგილობრივის გატაცებას ადასტურებს