ირანს ყარაბაღში ომის საფრთხე აშფოთებს

საგენტო ,,ფარსი,, ირანის საგარეო უწყების პრესმდივანი ბაჰრამ კასემის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ,,ირანი შეშფოთებულია ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო და ღებულობს ყველა ზომებს, რათა დაძაბულობა განმუხტოს,,


ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ,,დაძაბულობის ზრდა კონფლიქტურ რეგიონში, არ შედის არც აზერბაიჯანის და არც სომხეთის ინტერესებში. ირანი გამოთქვამს იმედს, რომ დაპირისპირებული მხარეები აღადგენენ მშვიდობას რეგიონში და არ დაუშვებენ ძალადობის შემდგომ პროვოცირებას, რაც ორივე ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესში შედის,,-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს
შემდეგი სტატიადავით რაქვიაშვილი – დღეს რაც მე ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება