ირანმა ურანის გამდიდრების დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში ურანის გამდიდრებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც აშშ ატომური შეთანხმებიდან გავიდა – Associated Press-ი წერს. “ირანის ატომურ ასოციაციას ვუბრძანე იმაზე მეტი ურანი გაამდიდრონ, ვიდრე ამას მანამდე ვაკეთებდით” – თქვა როუხანიმ. მისი თქმით, ირანი რამდენიმე კვირაში დაიწყებს გამდიდრებული ურანის წარმოებას. მანამდე ისრაელმა სამხედრო მზაობა გამოაცხადა ირანში მიმდინარე “საეჭვო აქტიურობის” გამო.

დონალდ ტრამპმა ირანის ატომური პროგრამიდან აშშ-ს გასვლის შესახებ განაცხადა. მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა უახლოეს პერიოდში აღადგინოს თეირანის მიმართ სანქციები.

აშშ-ს შემდეგ ევროკავშირი არ დატოვებს ირანთან შეთანხმებას, პირიქით, მხარეებს ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ გაერთიანების საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა და თქვა რომ ირანთან დადებული ხელშეკრულება 12 წლიანი დიპლომატიური მუშაობის შედეგი იყო და ის “მსოფლიო თანამეგობრობას ეკუთვნის. მან შეთანხმების მხარეებს მისი დაცვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ირანთან ატომური შეთანხმებიდან გასვლაზე ევროკავშირმა უარი თქვა
შემდეგი სტატიასირიელი სამხედროები: ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები გაუშვა