ირანმა მუსლიმურ ქვეყნებს გაერთიანებისა და საუდის არაბეთის დასჯისკენ მოუწოდა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა საუდის არაბეთი დასასჯელად გაერთიანდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
“საუდის არაბეთის მთავრობის პრობლემა მხოლოდ ჰაჯის შეზღუდვაში რომ იყოს, ჩვენ, სავარაუდოდ, გადაჭრის გზებს მოვნახავდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მთავრობა რეგიონში დანაშაულებებს სჩადის და ტერორისტების მხარდაჭერით მუსლიმების სისხლს ღვრის ერაყში, სირიაში და იემენში” – განაცხადა პრეზიდენტმა.
BFMTV აღნიშნავს, რომ მიმართვას წინ უძღოდა ირანის ლიდერის ალი ჰამენეის მოწოდება, მუსლიმურ წმინდა ადგილებში, მექასა და მედინაში მოქცევის წესების გადახედვის შესახებ, რომელიც საუდის არაბეთში მდებარეობს.
მეორე დღეს, საუდის არანეთის უმაღლესმა მუფთმა, აბდელ აზიზ ალ-შეიხმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ირანელები ნამდვილი მუსლიმები არიან. მან თქვა, რომ ირანელები ზოროასტრიზმის შთამომავლები არიან და რომ მათი ზიზღი მაჰმადიანობისადმი ადვილად ასახსნელია. “განსაკუთრებით სუნიტებისადმი” – აღნიშნა მუფთმა.

banner
წინა სტატიაში(video) კლინტონმა ესპანურენოვანი წინასაარჩევნო რგოლი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაგენერალი პეტრ პაველი: საქართველო ნატო-ს სულ უფრო უახლოვდება