ირანმა ISIS-ზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ირანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე პროვინცია დეირ ეზ-ზორში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა თავისი ტერიტორიიდან სირიაში მდებარე ისლამისთა ბაზები ,,მიწა-მიწას,, ტიპის საშუალო სიშორის რაკეტებით დაბომბა.
ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსი აცხადებს, რომ გაშვებული რაკეტები იყო საპასუხო რეაქცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ ცოტა ხნით ადრე თეირანში განხორციელებულ თერაქტზე, რომლის დროსაც პარლამენტის შენობაზე თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიყარაბაღის ფრონტზე 10-მდე სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიათურქეთი აშშ-ს მოკავშირეებისაგან მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობს