ირანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საზენოტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია მიიღო

ირანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საზენოტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია მიიღო

iraniრუსეთმა ირანს საზენოტო-სარაკეტო С-300-ის ტიპის კომპლექსის პირველი პარტია უკვე მიაწოდა – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯაბერ ანსარმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, რომელიც მოწოდებისას შეიქმნა, პროცესი შესრულების მომენტში იყო და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამ შეიარაღების პირველი ნაწილი უკვე ირანშია, სხვა ნაწილის მოწოდება კი გრძელდება“ – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
გასული წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის მიწოდებაზე სანქცია მოხსნა.
მანამდე მოქმედი დოკუმენტით, აკრძალული იყო თეირანისთვის ნებისმიერი საბრძოლო ტანკის, ბრონირებული მანქანის, დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემის და სხვა მიწოდება.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ მხარდამჭერ თერაპიაზე თანხმობა განაცხადა
შემდეგი სტატიამოქალაქეებზე პოლიციური ტერორი გრძელდება…