ირანის თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაფრენისას აფეთქდა

ირანის თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაფრენისას აფეთქდა

ირანის თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაფრენისას აფეთქდათვითმფრინავი Airbus A310, რომელიც ავიაკომოანია Mahan Air-ს ეკუთვნის, სტამბულის ათათურქის აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის შემოღობილ ნაწილს დაეჯახა და აფეთქდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ინციდენტის შედეგად თვითმფრინავი დაზიანდა, თუმცა მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაზარალებულან. მათი ევაკუირება ავარიის შემდეგ სასწრაფოდ მოხდა.
საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების თანახმად, პილოტებმა სისხლში ალკოჰოლის ტესტირება უნდა გაიარონ. “მე მუსლიმი ვარ და ალკოჰოლის რა შემოწმებაზეა საუბარი?” – ამბობს ერთ-ერთი პილოტი.
ორი დღის წინ საბიჰას სახელობის სტამბულის აეროპორტში თვითმფრინავების ანგარში აფეთქებას დამლაგებელი შეეწირა. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა სააკაშვილს ფანტაზიორი უწოდა
შემდეგი სტატიაპეკინში შობასთან დაკავშირებით საშიშროების ყვითელი დონეა გამოცხადებული