ირანის სასულიერო ლიდერმა ტრამპი სიცრუეში დაადანაშაულა

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ სიტყვით გამოსვლისას, ატომური შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შესახებ, მან ტყუილი თქვა – საინფორმაციო სააგენტო “Mehr”-ი წერს. “გუშინ ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ამერიკელი ლიდერის არასწორი და თავხედური განცხადებები. მან, ალბათ ათი ტყუილი მაინც თქვა გამოსვლისას. ის დაემუქრა როგორც ხელისუფლებას, ასევე, ხალხს, რომ ამას ან იმას იზამს. და ირანელი ხალხის სახელით მე ვპასუხობ მას: ბატონო ტრამპ, თქვენ არაფერი გამოგივათ!” – თქვა ხამანეიმ. მისი სიტყვებით, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა ატომურ შეთანხმებამდეც და მერეც მტრული იყო. “მათ პირობებს თუ დავთანხმდებით, ამით პრობლემას ვერ გადავჭრით, ისინი სხვას იპოვიან” – დაამატა მან და იქვე აღნიშნა, რომ არ ენდობა ევროპულ ქვეყნებსაც, რომლებიც შეთანხმებაში შუამავლები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი მთავრობამ ფეხქვეშ “გაიგდო”
შემდეგი სტატიააშშ-მ რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის თავდაცვის სტრუქტურებს სანქციები დაუწესა