ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა

ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია – როჰანიმ ხმების 56% მიიღო. მაღალი აქტივობის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 5 საათით გახანგრძლივდა. ირანის არჩევნებზე პასუხისმგებელი ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 მილიონი ამომრჩევლიდან წლევანდელ არჩევნებში 40 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ირანს რეფორმატორთა კოალიციის ლიდერის, პრეზიდენტ როჰანის ზომიერი პოლიტიკა ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის“ გახსნას დაესწრო
შემდეგი სტატია,,სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს… უფრო ზუსტად, ბიძინას რეაქცია გერმანელი დიპლომატის განცხადებაზე!“