ირანის პარლამენტში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი

ბოლო მონაცემებით, ირანის პარლამენტში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი. დაღუპულია დაცვის თანამშრომელი. პარლამენტის შენობაში სამართალდამცველებს ერთ-ერთი თავდამსხმელი ალყაში ჰყავთ მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად თავდასხმა განხორციელდა იმამ ხომეინის მავზოლეუმზეც, სადაც ასევე სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფთ ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ირანული მედიის ცნობით ორი თავდამსხმელი დააკავეს. მესამემ კი თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაში(video) “მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე”
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა