ირანის პარლამენტში დეპუტატებმა აშშ-ს დროშა დაწვეს

ირანის პარლამენტის დეპუტატებმა ამერიკის დროშა დაწვეს პარლამენტში. ისინი, ასევე, სკანდირებდნენ “სიკვდილი ამერიკას”. შემთხვევა დღეს მოხდა იმის პასუხად, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა ირანთან ატომური შეთანხმებიდან გასვლაზე გააკეთა განცხადება – “ინდეფენდენტი” წერს. მათ, ასევე, სიმბოლურად ქაღალდი დაწვეს, როგორც ატომური შეთანხმების დოკუმენტი.
ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ამერიკის გარეშეც შესაძლებელია შეთანხმების შენარჩუნება. ალი ლარიჯანიმ თქვა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება “დიპლომატიური შოუ” იყო, რომელიც მხოლოდ ამერიკის იზოლაციას გამოიწვევს. მაგრამ გაბრაზებულმა დეპუტატებმა ტრამპისადმი ემოციური დამოკიდებულება ასე გამოხატეს 2015 წელს დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის გამო.
დღესვე ხელშეკრულების სხვა წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ ისინი შეთანხმებიდან არ გამოდიან.

banner
წინა სტატიაშიქაბულში ტერაქტების სერიას 13 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამაკრონი ირანთან ატომური შეთანხმების გაფართოვების წინადადებით გამოვიდა