ირანის აიათოლა ისრაელის განადგურებით იმუქრება

ირანის აიათოლა აჰმად ხატამი თელ-ავივის და ხაიფას განადგურებით იმუქრება, თუკი “ისრაელი უგუნურად მოიქცევა” – 11 მაისს განაცხადა და პირობა დადო, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, თეირანი თავის სარაკეტო ძალას გაზრდის.

ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მის მიერ სირიაში განხოციელებული ოპერაციის შედეგად, სირიაში არსებული ირანის ინფრასტრუქტურა სრულიად გაანადგურა, თავდასხმას, ისრაელის განცხადებით, წინ უძღოდა მის მიერ ანექსირებული ტერიტორიების სირიის მხრიდან შეტევა. 1 მაისს თაირანმა განაცხადა, რომ გოლანის მაღლობების შეტევებთან ის არ არის კავშირში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაროკფელერების კოლექცია აუქციონზე 830 მილიონ დოლარად გაიყიდა