თეირანი მზად არის აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გასცეს ადეკვატური პასუხი იმ შემთხვევაში, თუ ის ირანის მიმართ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს. არის ვარაუდი, რომ აშშ-ს ლიდერი ამდაგვარი განცხადებით უახლოეს დღეებში გამოვა.
ირანის პოზიცია გაახმოვანა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა.
“როგორც კი ტრამპი გააკეთებს თავის კომენტარს, ირანის ისლამური რესპუბლიკა ადეკვატურად გასცემს პასუხს”, – მოჰყავს მინისტრის სიტყვები სააგენტო “Tasnim”-ს.