ირანი აზერბაიჯანიდან და საქართველოდან გაიტანს ტვირთს ევროპაში

ირანი აზერბაიჯანიდან და საქართველოდან გაიტანს ტვირთს ევროპაში

2რანმა, შესაძლებელია, ევროპაში ტვირთი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით გაიტანოს, თურქული მარშრუტის ნაცვლად – საუბარია, დღიურ 3 ტონაზე – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ოფიციალირმა თეირანმა, ადრე განაცხადა აღნიშული ვარიანტის შესაძლებლობაზე. როგორც აზერბაიჯანის სატრანსპორტო გაერთიანება TRACECA-ს წარმომადგენელი აკიფ მუსტაფაევი ამბობს, მსგავსი რამ სრულებით რეალურია.

“თურქეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების ზონაში, რომელიც ირანს ესაზღვრება და სადაც ტერორიზმის მაღალი საფრთხეა, ტვირთის გადაზიდვას საშიშს ხდის. ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება ირანისა და აზერბაიჯანის რკინიგზით დაკავშირების შესახებ, სატვირთო ტერმიანალების, საავტომობილო ტვირთის გადაზიდვის და სხვა საკითხებზე მიღებული ჩარჩო ხელშეკრულებები ირანელ გადამზიდავებს ძალიან კარგ პირობებს უქმნის ევროპაში ტვირთი აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით გაიტანონ” – მუსტაფაევს სააგენტო “ტრენდი” ციტირებს.
მისი თქმით, ირანი TRACECA-ს წევრია. რამდენიმე ხნის წინ ოდესაში გამართული შეხვედრაზე, სადაც ასევე ირანის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ, საუბარი იყო აზერბაიჯანის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენებაზე “რადგანაც ახლა არავის უნდა დამოკიდებული იყოს ერთ მარშრუტზე” – განაცხადა მუსტაფაევმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, 6 მაისის ტბაში ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია“მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება”