ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელთან დღეს შეხვედრას გამართავს და სამოქმედო გეგმას გააცნობს.
როგორც “თაიმერს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილის და განყოფილების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიათურქული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები რუსულმა მხარემ მათ ტერიტორიაზე არ შეუშვა