ირაკლი შოთაძე: პროკურატურა, კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის, გირაოს შეფარდებას მოითხოვს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

საქართველოს მთავარი პროკურორი შსს-ს მიერ კორცხელის ინციდენტში 6 პირის ბრალდებულად ცნობის ფაქტს ეხმაურება. ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პროკურატურა დღეს ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს:

„ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კონკრეტულად 6 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილს ხულიგნობას გულისხმობს, სავარაუდოდ დღეს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა ითხოვს გირაოს გამოყენებას, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ხსენებულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე”
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ბრალს- ხულიგნობას არ აღიარებენ