ირაკლი შოთაძე: პირობა დავდე რომ რეზონანსული საქმეები გამოძიებული იქნება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირობას დებს, რომ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და საზოგადოება აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, ყველაფერს გაიგებს.

“მე პირობა დავდე პარლამენტში და საპროკურორო საბჭოში, რომ რეზონანსული საქმეები, რომელთა გამოძიების მოთხოვნა საზოგადოებაში განსაკუთრებულად აქტუალურია, რა თქმა უნდა, გამოძიებული იქნება. ამ მიმართულებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც აუცილებლად გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ყველაფერს გაიგებთ, რაც არ უნდა მოხდეს, პროკურატურა ღია და მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება, შესაბამისად, არაფერი დაიმალება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, პასუხის გაცემისგან, თავი შეიკავა.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან, თავს შევიკავებ”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

 

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში Mein Kampf-ს გამოსცემენ