ირაკლი შიოლაშვილი: პრემიერ-მინისტრს შევხვდი, თუმცა შეხვედრაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ განხილულა

კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვა.

თავად ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, მას პრემიერ-მინისტრთან კონსულტაცია ჰქონდა, თუმცა, მისი განცხადებით, ამ შეხვედრაზე თანამდებობიდან წასვლის საკითხი განხილული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს და ახლაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კახეთის გუბერნატორის პოსტზე მის შემცვლელად „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი განიხილება.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია
შემდეგი სტატიააშშ-ში საქართველოს ელჩად შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძე დაინიშნოს