ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში ისანი სამგორის რაიონში მაჟორიტარად კენჭს ყრას გეგმავს

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებელ მაჟორიტარად გეგმავს.

„ახლა, შემიძლია გითხრათ, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქნები და საინიციატივო ჯგუფი წარმადგენს”-განაცხადა შიახიაშვილმა.

როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს სავარაუდოდ ისანი სამგორის რ-ში იყრის. შიხიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ის გაიმარჯვებს.

„ მე ბედს არ ვცდი, მე არჩევნებს მოვიგებ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ამ რაიონში, მე რამდენჯერმე მოვიგე არჩევნები, ეს ჩემი რ-ნია, ჩემი უბანია, იქ ვმუშაობდი, როგორც გამგებლის მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც საკრებულოს დეპუტატი. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული დეპუტატი, საკრებულოს თავჯდომარე და ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი იმ კუთხით, რომ მიღება არ შემიწყვეტია, მე მოსახლეობის მიღება არასდროს შემიწყვეტია. მე ვიქნები მათი დეპუტატი“ -განაცხადა შიხიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ პარიზში მიგრანტების სტიქიური შესახლება აღკვეთა
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა