ირაკლი სესიაშვილი – ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმართული ექსკლუზივი არავის ეკუთვნის

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

ნინო  ბურჯანაძე პოლიტიკურად ცდილობს, პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი თავისკენ გადაქაჩოს, რაც ძალიან მცირე ნაწილია, როგორც ჩანს, უსუფაშვილმა ეს ვითარება გამოიყენა და ცდილობს, პროდასავლურ ორეინტაციაზე ექსკლუზივი მოიპვოს,  – ამის შესახებ ჟურნალისტების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა,  ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმართული   ექსკლუზივი არავის ეკუთვნის.

„თუ ჩვენ რეალობაზე ვისაუბრებთ, „ქართული ოცნების“  მმართველობის პერიოდში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ევროატლანტიკური სივრცისკენ. საუბარია ასოცირების შეთანხმებაზე, ნატო-სთან გვაქვს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, ძალიან გამორჩეული ვიზალიბერალიზაციის საკითხი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის მოწმე და თანამონაწილე, რომ საქართველოს სახელმწიფო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რათა ევროპული თავისუფალი ოჯახის ნაწილი გახდეს. არის პროდასავლური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით, უკვე არჩევნების შემდგომ და მზად ვართ, სიამოვნებით, ნებისმიერ ძალასთან ვისაუბრობთ, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ. არავის არ ეკუთვნის ექსკლუზივი, განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმართული“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიარესპუბლიკელების ინიციატივას თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი მხარს უჭერს