ირაკლი სესიაშვილი: ეს ჩანაწერი გვარამიას დამონტაჟებული და გამოქვეყნებულია

თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში

,,ყველამ იცის, ვინაა ნიკა გვარამია და თავის ,,რუსთავი 2“ და ყველამ იცის ვინაა პაატა ბურჭულაძე,“- აცხადებს ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ,,tv პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს ჩანაწერი ნიკა გვარამიას დამონტაჟებული და გამოქვეყნებულია და ეს დაამთხვიეს საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.
,, ნაციონალური მოძრაობის, ნიკა გვარამიასა და ბურჭულაძის ინტერესში შედის,რომ წარმოაჩინონ -ისევ გვისმენენ. ისევ იყოს, სწორედ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა და გვარამია და პაატა ბურჭულაძემ დაახვედრა ეს სიურპრიზად. გვარამიას შემოქმედეებაა ეს ფირი და მისი მონტაჟიცაა,“-აცხადებს სესიაშვილი.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს , როგორც ,,ყმას ბატონი ისე ელაპარაკებოდა“ .

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის და R 2 – ის დატოვება შემომთავაზა”- გვარამიას სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია“გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს”