ირაკლი სესიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაცული, საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა არის კანონდარღვევა და მოვითხოვ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება და ვიღაც-ვიღაცეები შეეშვან ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ცხოვრებაში ხელების ფათურს”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმებას ითვალისწინებდა, წარმოებაში არ მიიღო.

საჩივარი შეეხებოდა 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის მიერ მაჟორიტარი დეპატატების წარდგენას, სადაც მხარდამჭერებს უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. საია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის 4 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, სწორედ ამ მუხლს არღვევდა.

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ განიხილა და ის ცესკო-ში, კერძოდ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში გადააგზავნა. ცესკო-მ კი თავის მხრივ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-თურქეთმა, შესაძლებელია, დღეს რუსული გაზის შეღავათიან ტარიფებზე იმსჯელონ
შემდეგი სტატიაპუტინმა თურქეთთან დეგრადაციის შემდეგ ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა