ირაკლი სესიაშვილი: ასეთი ბინძური ჭორები, კიდევ უფრო ამძიმებს შვილმკვდარი მამის მდგომარეობას

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამარცხვინოა ის ჭორები, რაც “კრწანისის” საწვრთნელ ბაზასთან გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამის მისამართით გავრცელდა.

თელავი-ყვარელის გაერთიანებულ #27-ე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი აცხადებს, რომ მას სრცხვენია, როდესაც ადამიანები ასეთ ჭორებს თხზავენ და შვილმკვდარ მამას შეურაცხყოფას აყენებენ, რომ ის გარიგებაზე წავიდა”.

“ტვპირველის” ეთერში, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სესიაშვილს გიგა შენგელიას მამის შესახებ დაუსვა შეკითხვა, რომ თითქოს, მან გარიგების სანაცვლოდ, პოზიცია შეიცვალა.

“მრცხვენია, რომ ასეთი აზრი გაუჩნდა ვიღაცას, მითუმეტეს, ჩვენთან მიმართებაში, რადგან ჩვენთვის ადამიანი მთავარი ღირებულებაა. ყველაზე გულდასაწყვეტი ფაქტი მოხდა – ადამიანი დაიღუპა. გამოძიება მიმდინარეობს, ოჯახის წევრები კი, ამ პროცესის მიმდინარეობაში მასიმალურად არიან ჩართულნი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე ფაქტს სამართლიანად მივუდგეთ. ასეთი ბინძური ჭორები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ამძიმებს შვილმკვდარი მამისა და ოჯახის მდგომარეობას”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა, რომან შენგელია, თავდაპირველად გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, თუმცა მას შემდეგ რაც მას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა “კრწანისის” სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინეს, მას გამოძიებასთან კითხვები აღარ ჰქონია.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ.

 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ჩვენ შვილებს შრომა უნდა ვასწავლოთ