ირაკლი სესიაშვილი: არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დარაჯს დარაჯი დავუყენოთ

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროებისა და ხელყოფისათვის სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. მიმდინარე კვირას დოკუმენტს პლენარულ სხდომაზეც გაიტანენ.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.

კანონპროექტის მიხედვით პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა მძიმე დანაშაულთა ნუსხაში შევა და სასჯელის 10 წლამდე გამკაცრებას გულისხმობს.

„მე ვარ ინიციატორი პროექტის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საიდუმლო საქმიანობაზე ზედამხედველობას. ამ კანონპროექტს უახლოეს დროში წარვუდგენ პარლამენტს. რაც შეეხება დამატებითი ზედამხედველობითი ორგანოს შექმნას, თუ მათ აღმასრულებელი ხელისუფლების ფინქციების შეთავსება სურთ, ამისთვის არსებობს ძალიან სწორი გზა, ეს არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხელისუფლებაში მოსვლა. მუდმივად არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დარაჯს დარაჯი დავუყენოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაგამოკითხულთ 66% თვლის, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა