ირაკლი რუხაძე: ერთ თვეში-თვენახევარში ლიბერთი ბანკის მფლობელი მე ვიქნები

ირაკლი რუხაძის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პროცესი დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. როგორც რუხაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ბანკის მფლობელი პირადად ის და მისი პარტნიორები იქნებიან.

„მოლაპარაკებები მიდის, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს ლიბერთი ბანკი, თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი ჩვენ გადახდილიც გავქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. მე იმედი მაქვს რომ თვე-თვენახევარში დასრულდება პროცესი. ლიბერთი ბანკის მფლობელი ვიქნები მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, “ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც“, – განაცხადა რუხაძემ.

ამჟამად ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% “ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას” ეკუთვნის. 4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.

ამასთან, აქციათა 24.57%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი. იგივე წილს ფლობს მალიკ იშმურატოვი, ხოლო 9.04%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ალექსეი იუსფინია.

banner
წინა სტატიაშილევან კალანდაძე: ბიზნესი პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი
შემდეგი სტატიაკლინტონს, რუსეთში ვიზიტისას საიდუმლო დოკუმენტი სასტუმროს ნომერში დარჩა