ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს. განცხადება ვაშაძემ ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ამაზე მიუთითებს მის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები, სადაც ვაშაძის ინფორმაციით, ფარცხალაძის ქვეყნიდან გასვლის გეგმებს განიხილავენ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია მას იმ სამართალდამცველებმა მიაწოდეს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დისკუსიებში იღებენ მონაწილეობას. ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ ეცდებიან, საქმე იქითკენ შემოატრიალონ, რომ ლაშა თორდია დებოშის მოყვარული ან ალკოჰოლისადმი მოდრეკილი პიროვნებაა.

ვაშაძე პარლამენტს მოუწოდებს დაუყონებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, სასამართლო შუამდგომლობით, ფარცხალაძეს გარკვეული ვადით ქვეყნის დატოვება შეეზღუდოს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს”- ოთარ სირაძე
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი იწყება