ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინდუაშვილი პოლიციას ორი დღის წინ თავად ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც დაიჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიამროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა
შემდეგი სტატია„სამშობლოს გამო სიცოცხლეც არ დამიზოგავს!“