ირაკლი ოქრუაშვილის მორიგ ბრალდებას გორის მერია პასუხობს

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას დღეს ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბრიფინგით უპასუხა. წერილით, რომლითაც ოქრუაშვილმა პარასკებს, 8 აპრილს, მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა, მოითხოვა მისთვის განემარტათ, რა სახის მივლინებებში დაიხარჯა 2015 წლის განმავლობაში ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ ბიუჯეტიდან 20 000 ლარი. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დასმულ კითხვებს საჯაროდ უპასუხა ქალაქ გორის მერის მრჩეველმა, შალვა ტლაშაძემ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი სიცრუეში დაადანაშაულა და წარმოადგინა დოკუმენტური მასალა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის განმავლობაში, მერის სამსახურეობრივ მივლინებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მხოლოდ 1862 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა სამ მივლინებაზე გადანაწილდა.
შალვა ტლაშაძის განცხადებითვე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ ყველა ცრუ ინფორმაციას საზოგადოებას საჯაროდ, არგუმენტირებულად განუმარტავს.

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ქალაქ გორის მერიას მივლინებებში 20 000 ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს, დღეს ქალაქ გორის მერიაში სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს. შალვა ტლაშაძის განცხადებით, მერიას არცერთი მივლინება ბიუჯეტის ხარჯზე არ დაუგეგმავს. ქართული პარტიის ლიდერი კი, ცრუ თამაშს თამაშობს და მისი ყველა განცხადება ტყუილზეა აგებული. მერის მრჩეველი საზოგადოებას დაპირდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველის მიერ გაკეთებულ ყველა ცრუ ინფორმაციას ნათელს მოჰფენს. ქართული პარტიის ლიდერი ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდა, თუმცა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიშოთა უტიაშვილი პროკურატურას „რუსების ყმას“ უწოდებს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმზე ადგილობრივებში აზრი გაიყო