ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა დაადასტურა.
თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.
ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად “ქართული პარტიის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმიკროავტობუსების მოპარვის ფაქტზე პოლიციამ ”ქართული ოცნების” ლიდერი დააკავა
შემდეგი სტატია“ჩემი მხრიდან კანდიდატურის მოხსნა აკადემიური საბჭოს შეურაცხყოფა იქნება”