ირაკლი ოქრუაშვილი : „ცხრის ნახევარზე გამარჯვებას ვიზეიმებ”

ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ დღეს 9-ის ნახევარზე გამარჯვებას იზეიმებს – „ცხრის ნახევარზე გამარჯვებას ვიზეიმებ. თუ დღეს არა, ორი კვირის შემდეგ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებ. მაგრამ მეორე ტური მოსალოდნელია მხოლოდ თეორიულ დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მე გავიმარჯვებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ განსაკუთრებული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა შეინიშნენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მასიური არაკომეპეტენტურობა:

„განსაკუთრებული არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ზოგადად შეინიშნა მასიური არაკომეპეტენტურობა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევენ საშუალებას, რომ საჩივარი დაწერონ. დილიდან იყო ინფორმაცია ასევე უმნიშვნელო დარღვევებზე, რომ არჩევნები გვიან დაიწყო გარკვეულ უბნებზე, ასევე იმაზე, რომ სადღაც საკონტროლო ფურცელი არასწორად შეივსო. იყო ინფორმაცია ასევე მე-11 უბანზე, სადაც „კარუსელი“ დაფიქსირდა და ამაზე ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივარი დაწერეს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას იმგვარად ახევდა, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა შემოეხაზა N1
შემდეგი სტატია(video) ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს