ირაკლი მამალაძე: დეკანოზის ადვოკატის განცხადებას და ჩვენებას, უკიდურესად არასერიოზულად ვუყურებ

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეში მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, იარაღი, რომელიც ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს, მას არ ეკუთვნის.

მისი თქმით, ბრალდებულის ადვოკატი ცრუობს, რადგან მას იარაღი არასდროს ჰქონია.

ჟურნალისტი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ეს ინფორმაცია, განცხადება თუ ჩვენება დროში, სივრცეში და გარემოებაში აცდენილია. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, იარაღათან შეხება არ მქონია. ამ განცხადებას და ჩვენებას, უკიდურესად არასერიოზულად ვუყურებ. ნამდვილად არ ვიცი მას იარაღი ჰქონდა თუ არა, ან ვის ეკუთვნის, მაგრამ მე რომ არ მეკუთვნის და არ მიტარებია, ნამდვილად ვიცი. დღესვე მზად ვარ, რომ ჩემი დნმ-ის ანალიზი გაკეთდეს“, – განაცხადა მამალაძემ.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იარაღი, რომელიც დეკანოზის ბინიდან ჩხრეკისას ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დეკანოზის ადვოკატმა მამა გიორგის ჩვენების მცირე ამონარიდიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დეკანოზი აღნიშნავს, რომ ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა, „პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის“ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიამსჯავრდებული დეკანოზის ზიარება არ შეიძლება- საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე