ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

ასევე ისაუბრეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებს.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო ინფორმაცია ინფლაციასთან, მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები პერმანენტული იქნება. ნიდერლანდები საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და კომერციულ საფინანსო ინსტიტუტებს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
შემდეგი სტატიახანძარი ხუდადოვის ქუჩაზე – გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი