ირაკლი კობახიზე: ჩვენთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს დაპირება შევასრულეთ

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ საპარლამენტო სიის ახალი სახეები აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის არის საჭირო.

როგორც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო სიის ახალი სახეების წარდგენის შემდეგ აღნიშნა, პარტიისთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს პირობა შესრულებულია.

“ჩვენ შევასრულეთ დანაპირები და განახლებული გუნდით, ახალი სახეებით წარვსდექით. ეს ადამიანები შერჩეულნი არიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა განათლება, პრინციპულობა და გამოცდილება. ისინი აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის არის საჭირო. ჩვენთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს დანაპირება შევასრულეთ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 15 ახალი სახე წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ISIS–ის ერთ–ერთი ლიდერი მურად მარგოშვილი თურქეთის ტერაქტებთან კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკშვილი: ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის