ირაკლი კობახიძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დინამიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა.

უნგრეთის ელჩის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს მჭიდრო მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, მისი საქმიანობის მთავარი ფოკუსი ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იქნება.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის არსსა და ძირითად ცვლილებებს შეეხო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორია ჰორვატს საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიანატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს