ირაკლი კობახიძე შესაძლოა, სპიკერობიდან გადადგეს? – რა ხმები ვრცელდება „ოცნების“ კულუარებში

„ქართულ ოცნებაში“ დიდი „დაგნარია“ – ამის შესახებ „თაიმერს“ სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს. მათი თქმით, უმრავლესობაში აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილარმონიის შენობაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა.
„ისინი, ვინც „ოცნების“, ასე ვთქვათ, პიარზე არიან პასუხისმგებლები, ყველაფერში ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებენ და ღიად ამბობენ, რომ მან კონფრონტაციული ნაბიჯი გადადგა. ამიტომ, უმრავლესობაში უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო განხილვებს ჩამოაშორონ“, – აცხადებენ „თაიმერთან“ საუბარში აღნიშნული წყაროები.
მათი ინფორმაციით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ფილარმონიის შენობაში, კახი კალაძის ინსპირირებული იყო ირიბი გზით, თუმცა ამ ვერსიის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
„თაიმერს“ სამთავრობო გუნდიდან ისიც აცნობეს, რომ კობახიძემ შესაძლოა სპიკერის პოსტი დატოვოს და ამის მიზეზად მისი უცხოეთში სასწავლებლად წასვლა დასახელდება. კონფიდენციალური წყარო იმ ვერსიასაც არ გამორიცხავს, რომ კობახიძე ევროპის რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიურ სამსახურში გაამწესონ და ამით ხალხის თვალს მოარიდონ.
ზოგადად, მსგავსი პოლიტიკური სვლები აპრობირებულია. მაგალითად, „ნაციონალებმა“ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ რამდენიმე ოდიოზური ფიგურა თამაშიდან გაიყვანეს. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ კულუარებში მოარული მოსაზრება ამჯერადაც გამართლდება.

banner
წინა სტატიაში„რა მესაქმება უკრაინაში?“ – ბაბილოვი კიევის მიერ დაწესებულ სანქციებზე
შემდეგი სტატიატრამპი ერდოღანისაგან დაპატიმრებული მღვდლის გადმოცემას ითხოვს