ირაკლი კობახიძე საკადრო გადაწყვეტილებების საკითხზე კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.

„ჯერჯერობით არ გვქონია მსჯელობა, ჩვენ ვთქვით რომ მეორე ტურის შემდეგ დაიწყებოდა მსჯელობა თანამდებობებზე და შესაბამისად რამდენიმე დღეში დაიწყება კონსულტაციები. მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება კომენტარის გაკეთება”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„სამთავრობო ცვლილებები არის პრემიერის პრეროგატივა და მის პრეროგატივაში რა თქმა უნდა, ვერ შევიჭრები“, – განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება
შემდეგი სტატიაანა გომესი: მედია თავისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად შესაძლოა იყოს განსხვავებული გზები