ირაკლი კობახიძე : საჭიროა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა

ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკვე შეხვდა დაინტერესებულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა პარლამენტში აუცილებლად დაიწყება.

მქონდა შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ შესაბამის საკითხებს და აუცილებლად დაიწყება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა, ხოლო თუ რა მიმართულებით, ამას უკვე განხილვები გადაწყვეტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა ჯანდაცვის მინისტრიც.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 166-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიარუსთაველზე გამართული აქციის დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო