ირაკლი კობახიძე: პრემიერ მინისტრის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, სათანადოდ იყო ხაზგასმული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროში პრემიერის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას, განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის გამოსვლაში, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ იყო ხაზგასმული.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სადაც ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ყურადღება იყო გამახვილებული ჩვენს შიდა პროცესებზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, იყო სათანადოდ ხაზგასმული პრემიერ მინისტრის გამოსვლაში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა