ირაკლი კობახიძე: ოთხი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან ბევრი მიღწევა

ოთხი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან ბევრი მიღწევა სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა მიმართულებით, -ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამა შეიცავს ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების დეტალურ აღწერას.

„ეს არის დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური განვითარება, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება. დემოკრატიულ განვითარების კუთხით, ოპონენტებიც კი ვერ გვედავებიან, რომ ცვლილება არის ნამდვილად რადიკალური და ფუნდამენტური. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რადიკალური სხვაობა 2012 წლამდე არსებულ მდგომარობასთან შედარებით. რადიკალურად შეცვლილია სისხლის სამართლის პოლიტიკა. რადიკალურად გაუმჯობესდა ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში. გამოხატვის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, საკუთრების უფლების დაცვა, – ეს ყველაფერი არის დღესავით ნათელი. თითოეულ ამ სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი შეეხო მმართველობის სისტემის საკითხებსაც.

„ჩვენი მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა ხელისუფლების დანაწილების ნამდვილი სისტემა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. საჯარო სამსახურში გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი“,-განცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, რომ ეკონომიკური განვითარების კუთხითაც გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება.

„სხვადასხვა სფეროზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის ბიზნეს გარემოზე, მაკროეკონომიკურ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა რჩება, გამომდინარე იმ რეგიონული კონტექსტიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ეკონომიკური კუთხით, ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სოციალური პოლიტიკა კი, არის ის, რაც გამოარჩევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. აქაც გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, გავიხსენებ ჩვენს ძირითად მიღწევებს, როგორიც არის მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ორი მილიონ ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ამ პროგრამის საშუალებით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. აღარაფერს ვამბობ მიზნობრივ პროგრამებზე, სოლიდარობის ფონდზე და სხვა“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, პენსიის უპრენეცდენტო ზრდა განხორციელდა ამ ოთხი წლის განმავლობაში პენსიის უპრენეცდენტო ზრდა განხორციელდა.

„შეგახსენებთ, 110 ლარი იყო პენსია, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. დღეს თანხა აღწევს 180 ლარს. კიდევ უფრო მაღალია საპენსიო განაკვეთი მაღალმთიან რეგიონებში. განათლების სისტემაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების სისტემის დაფინანსება“,-აღნიშნა კობახიძემ.

საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გაზრდილია ტემპები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პრაგმატული პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელმაც საშუალება მოგვცა, მიგვეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ეკონომიკური, ჰუმანიტარული თანამშრომლობა. ეს არის ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომლისთვისაც დადებით შეფასებებს ვიღებთ ჩვენი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. „ოთხივე ძირითადი მიმართულებით სახელმწიფო განვითარების გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კონკრეტული და მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში შენარჩუნდება დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი. ამაზეც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ გაჩერებას. დაგეგმილია კონკრეტული რეფორმები, რომლებიც არის ასახული ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში. ეს რეფორმები მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ თანამედროვე დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, დავაფუძნოთ ინსტიტუციური მექანიზმები, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხელისუფლების დანაწილების სისტება,საჯარო სამსახურების სისტემა და ა.შ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკურ განვითარებას. სწრაფი განვითარება, ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სლოგანი და ამისთვისაც გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის საბოლოო შედეგი იქნება სულ მცირე 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ასევე, განვამტკიცეთ იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს სოციალური განვითარების სფეროში. გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, გაგრძელდება სწრაფი ტემპებით სვლა ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გაგრძელდება ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მეზობლებთან გვაკავშირებს“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი 478-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკერიმ მოითხოვა რუსეთის სირიაში მოქმედებები გამოიძიონ როგორც სამხედრო დანაშაული