ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდება, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან, პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე პაველ კალაურთან.

ვიზირის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებსაც.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება
შემდეგი სტატიაშსს-მ სენაკის რაიონში ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა