ირაკლი კობახიძე : ნაცმოძრაობის გენერალური პროკურორი ცდილობს რევოლუციის ლეგიტიმურობას

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს და მას “ნაცმოძრაობის გენერალურ პროკურორს” უწოდებს.

კობახიძე აცხადებს, რომ რუსთავი2 ნაციონალურ მოძრაობის გეგმების განმახორციელებელია და ეგზიტპოლების ჩატარებით ცდილობს, ხელი შეუწყოს იმ რევოლუციურ გეგმას, რომელზეც მიმდინარეობდა საუბარი ამ ფარულ ჩანაწერებში.
„პარტიის ტელევიზიის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ განმავლობაში ისაუბრა, როგორც სააკაშვილის პარტიის ტელევიზიის გენერალურმა პროკურორმა. 10 წუთის განმავლობაში ვისმენდით გენერალური პროკურორის, ანუ ნიკა გვარამიას მხრიდან, იმის გამართლებას, თუ რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. ძალიან აჭრილები არიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მათ შორის გენერალური პროკურორი, ნიკა გვარამია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში არ გამოცხადდნენ