ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პოლიტიკური პარტია სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ის არის ძალიან მძიმედ დამარცხებული პარტიის ლიდერი.

„მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორ მოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს. ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არჩევნებში წაგებამდე იყო რთულ მდგომარეობაში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პარტია არის სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე, რაც პრინციპში არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სრული კრახი
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური