ირაკლი კობახიძე: მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ ის მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიცვა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:38

ირაკლი კობახიძე: მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ ის მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიცვა

ირაკლი კობახიძე: პრემიერ მინისტრი არ ტოვებს არცერთი წამით სხდომათა დარბაზს, იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის მიმართ

„იმდენად სუსტი მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტი და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კრიტიკულია თუ არა კრიტიკული პრეზიდენტის მოხსენება, დაწყებული იმით, რომ იყო ხანმოკლე და დამთავრებული იმით, რომ შინაარსი იყო აბსოლუტურად დაცლილი ყველაფრისგან, იმდენად სუსტი იყო ეს მოხსენება, რომ გახდა კრიტიკის ობიექტი აბსოლუტურად ყველა სუბიექტის მხრიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ ის მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიცვა.

მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს კრიტიკის საგანიც კი, ხოლო საქართველოში, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

„მე ვიცი როგორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში. პრეზიდენტი საყოველთაო ტრადიციის თანახმად არ უნდა იყოს კრიტიკის საგანიც კი. და რეალურად ამ ტრადიციას ინარჩუნებენ შესაბამისი ქვეყნები და მათ შორის ინარჩუნებენ იმით, რომ პრეზიდენტების მოქმედებაც არის შესაბამისი. ეს არის საერთო ევროპული პრაქტიკა, სისტემების პრაქტიკა. ჩვენთან არის აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება, სადაც რომ გავიხსენოთ ჩვენ ბოლო საპარლამენტო მსხდომის შემთხვევა, პრაქტიკულად ყველას კრიტიკის საგანი გახდა პრეზიდენტი. ერთი გამონაკლისი იყო „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც იცავდა მას.

წარმოიდგინეთ, წინასწარ ჰქონდა გაცხადებული ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას, რომ დაიცავდა აუცილებლად მოხსენების შემდეგ, თუმცა, იმდენად სუსტი მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტი და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კრიტიკულია თუ არა კრიტიკული პრეზიდენტის მოხსენება, დაწყებული იმით, რომ იყო ხანმოკლე და დამთავრებული იმით, რომ შინაარსი იყო აბსოლუტურად დაცლილი ყველაფრისგან, იმდენად სუსტი იყო ეს მოხსენება, რომ გახდა კრიტიკის ობიექტი აბსოლუტურად ყველა სუბიექტის მხრიდან. ერთადერთი გამონაკლისი იყო პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც დაიცვა საბოლოო ჯამში გიორგი მარგველაშვილი. ყველა დანარჩენმა ის გააკრიტიკა გამომდინარე იქედან, რომ მოხსენება იყო აბსოლუტურად არაფრის მთქმელი. ეს იყო საერთო ნიშან-თვისება ამ მოხსენების”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საპარლამენტო განხილვის ფორმატზეც და განმარტა, რომ ფორმატი განხილულ იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და მას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც, რომელსაც შენიშვნები არ გამოუთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზედმიწევნით იცოდა, თუ როგორ წარიმართებოდა დებატები.

„მოკლე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი თავისი ნებით მას ჰქონდა განუსაზღვრელი დრო, როგორც ეს ერთსაათიანი დრო ირთვება ხოლმე, როცა პრეზიდენტი გამოდის და გაგრძელების პრობლემაც არასდროს არ არის და არც ამ შემთხვევაში იქნებოდა. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულად ფორმატს, ფორმატი არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და შემდეგ ეს ფორმატი კონკრეტდება საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ. საუბარია რაზე: როცა გამოდის პრეზიდენტი მოხსენებით, ამის შემდეგ იწყება დებატები და ეს არის საპარლამენტო სუბიექტების დებატები ანუ ფორმატი არის საპარლამენტო სუბიექტების დებატები, სადაც გამოდიან საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. თანმიმდევრობა მტკიცდება შემდეგ ბიუროს მიერ, ეს თანმიმდევრობა დამტკიცდა ბიუროს მიერ, ამ სხდომას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მას არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, რომ როცა ჩვენ გვქონდა სხდომა პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა ეს გრაფიკი საპარლამენტო გამომსვლელების და მას მივაწოდეთ ეს გრაფიკი, როდესაც იწყებდა გამოსვლას პირველი გამომსვლელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ზედმიწევნით იცოდა პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამ, თუ როგორ წარიმართებოდა დებატები, არავითარი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა გამოთქმული და შენიშვნა გამოითქვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა გიგა ბუკიამ მოითხოვა პრეზიდენტის დარბაზში დაბრუნება. ესეც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. შემდეგ ამბობდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი, რომ პრეზიდენტს რეგლამენტით არ მოეთხოვება დარბაზში ჯდომა. ბევრი რამე შეიძლება არ მოეთხოვებოდეს არც დეპუტატს, არც პრეზიდენტს, არც მთავრობის წევრს, თუმცა არსებობს რაღაც სხვა, დაუწერელი წესები, რომელსაც უნდა გავყვეთ ჩვენ, თითოეული პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტში მოდის მთავრობა, მთავრობის მეთაური-პრემიერ მინისტრი სხდომათა დარბაზს არცერთი წამით არ ტოვებს, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის-ინსტიტუტის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, პრობლემა იყო გასულ წელსაც.

„შეგახსენებთ, როდესაც მთავრობა მოდის ხოლმე პარლამენტში, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, მთავრობის დამტკიცებას ან სხვა პროცედურას, არასდროს მთავრობის მეთაური, პრემიერ მინისტრი არ ტოვებს არცერთი წამით სხდომათა დარბაზს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის მიმართ და სწორი დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში, პრეზიდენტის შემთხვევაშიც, წინა წელსაც გვქონდა ეს პრობლემა, დაახლოებით, სამი საათი ჯამში, დატოვა პრეზიდენტმა დარბაზი და აქაც გვქონდა იგივე პრობლემა, როდესაც გამოდიოდა სიტყვით ბატონი გიგა ბუკია, დატოვა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვა პოლიტიკოსებისთვის, თუმცა, ამის მაგივრად, ის უარყოფით ტრადიციას ამკვიდრებს, რაც, მისივე თქმით, არ არის სწორი, განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან.

„პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მათ შორის, სხვა პოლიტიკოსებისთვის და მაგალითად, უნდა იყოს ის მაგალითის მიმცემი საქართველოს მთავრობისთვის. თუ პრეზიდენტი აძლევს, მაგალითად, მთავრობის მეთაურს იმ მაგალითს, რომ ის შეიძლება ნებისმიერ დროს გავიდეს სხდომათა დარბაზიდან, როცა გამოდიან მის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები, ამ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, როგორ ტრადიციას ამკვიდრებს საქართველოს პრეზიდენტი. იმის მაგივრად, რომ მან პოზიტიური, დადებითი მაგალითი მისცეს მთავრობის მეთაურს, მთავრობის წევრს, სხვა სტუმარს საქართველოს პარლამენტში, ის ამკვიდრებს სამწუხაროდ უარყოფით ტრადიციას. ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არის სიმბოლურად, მაგრამ მაინც, კონსტიტუციური სისტემის ერთგვარი გარანტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics